თერჯოლაში ახლად რეაბილიტირებული მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო



















31 მაისს ქ.თერჯოლის ახლად რეაბილიტირებული ა(ა) იპ მოსწავლე ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრის განახლებულ დარბაზში მოეწყო მხატვრული ღონისძიება სახელწოდებით “სიყვარულის მემკვიდრეობა“. ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, ცენტრის ყოფილ დირექტორებს დამსახურებული ჯილდოები გადასცეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის რეაბილიტირებული სივრცე.
პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, მისი საერთო ღირებულება 310 000 ლარია, კეთილმოწყობის სამუშაოები კი შპს “იდეალმშენმა” ჩაატარა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს