თერჯოლაში ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიება, უკვე მეორე წელია, მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ რობაქიძის ინიციატივით ეწყობა. ალილოს საშობაო მსვლელობაში ადგილობრივი თვითმმართველობა, თერჯოლისა და ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი შალამბერიძე, ასევე სასულიერო პირები და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა იყო ჩართული.
შობის მახარებლები 7 იანვარს, ჭაბუკთის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიძრნენ და რამდენიმე საათში ქალაქის ყველა ადგილი მოიცვეს.
ალილოს მსვლელობაში აქტიურად იყო ჩართული ასევე, მუნიციპალიტეტის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, ადმინისტრაციული ერთეულები, ა(ა)იპების წარმომადგენლები და ქალაქში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.
ალილოს მსვლელობას მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ადგილებზე მოქალაქეები სასაჩუქრე კალათებით, საშობაო ძღვენით უერთდებოდნენ.
“ალილო 2025” დღის ბოლოს ქალაქის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძართან დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ალილოს მსვლელობისას შეგროვილი საშობაო ნობათი მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ ოჯახებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლებს გადაუნაწილდება.
ხელმძღვანელმა პირებმა თერჯოლის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობის დღესასწაული მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს აქტიური მონაწილეობისთვის.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს