
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
50 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკის დირექტორის თქმით, პაციენტს მიღებული აქვს სახისა და ზედა კიდურების თერმული დამწვრობა. ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, მიმდინარეობს დაკვირვება.
ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც დაშავებული მამაკაცი იხსენებს, ცეცხლი ჯერ მის ავტომობილს გაუჩნდა, შემდეგ კი სადგურს მოედო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს