
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თერჯოლაში გრანდიოზული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ყველა ასაკის ადამიანზე გათვლილი მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში აქტიურად გრძელდებოდა.
დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა- გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით გაუმასპინძლდა, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.
ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი შეუერთდნენ.
ლაშა გოგიაშვილმა თერჯოლის მოსახლეობასა და მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, ასევე ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა საახალწლო დღეების გალამაზებისთვის.
საღამო მუსიკალური ჯგუფის “არა“ კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
საახალწლო ღონისძიებები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, კოვიდ რეგულაციების დაცვით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს