თერჯოლაში, კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში, კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა.
მუსიკალურ პროგრამაზე, წარმოდგენილ იქნა ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლების – “იმერეთი“, “მასპინძელო“, “იამე”, “იმერეთი“, “ჯეოგენი“ საკონცერტო ნომრები.
ღონისძიებაზე, 2022-2023 სასწავლო წლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ;
კურსდამთავრებულებს, 61 ოქროს და 13 ვერცხლის მედალი, მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
“განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ეს ჯილდო, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
პროექტი, რომელსაც სახელმწიფო უკვე 15 წელია, ახორციელებს, მომავალი თაობის აღზრდას, განვითარებას და მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ოქროსა და ვერცხლის მედალი ეს არის სიმბოლო დაუღალავი შრომის, მიზანდასახულობის და პასუხისმგებლობის. ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა თითოეული თქვენგანის წარმატება”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და წარმატებულ ახალგაზრდებს და ღონისძიების ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა თერჯოლის სახალხო თეატრალური დასის დამსახურებული მსახიობი თინათინ პატარიძე, რომელსაც მანუჩარ რობაქიძემ მუნიციპალური ჯილდო გადასცა თეატრალურ მოღვაწეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საგაზაფხულო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს