
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
კულტურული ღონისძიება, დავით კლდიაშვილის სახელობის სკვერში ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ცალკეული შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
დღესვე, “მოყვარულთა ლიგა 2022“-ის ფარგლებში, თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე თერჯოლისა და ბაღდათის მოყვარულთა გუნდებს შორის ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
“თერჯოლის მერია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ახალი იდეების, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში საზოგადოების ჩართულობას, ასევე ახალგაზრდების დროის საინტერესოდ გატარებას”, – აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს