Logo

თერჯოლაში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

Frontnews image description

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, თერჯოლაში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

 

მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, კომპანიის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ესაუბრა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქ. თერჯოლაში ცენტრალურ უბანში რუსთაველისა და კოსტავა ქუჩაზე 7 შენობას და 2 პარკს.

 

ამ დროისთვის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე აქტიურ ფაზაშია რუსთაველის #122-#104-#114 ნომრებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია. დასრულებულია რუსთაველის 105 და 107, ასევე კოსტავას ქუჩაზე ბინის ფასადების მოწყობა. 

 

პროექტის ფარგლებში ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შეგახსენებთ, ამ ეტაპზე შეირჩა ის არეალები, რომელთა ნაწილიც ურბანული განახლებას საჭიროებდა.

 

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – დავით გოგბერაშვილი და ჯემალ ისაკაძე, ასევე საკრებულოს წევრები ბიძინა ბუცხრიკიძე და ლაშა გურგენიძე ესწრებოდნენ.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement