თერჯოლაში მსოფლიო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო











თერჯოლაში მსოფლიო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა. მარათონულმა გარბენმა სტარტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე აიღო, მასში ახალგაზრდებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო შიდა ტურნირი ჭადრაკში და სამოყვარულო ტურნირი ნარდსა და შაშში.
მინი მოედანზე ამხანაგური მატჩი გაიმართა ნორჩ იუნკერებს შორის, მატჩი გაიხსნა ადგილობრივი ტანმოვარჯიშე გოგონების შთამბეჭდავი ნომრით.
აქტივობების მიზანი სპორტში მოქალაქეთა ჩართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.
შეჯიბრების მონაწილეებს და გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიება თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს