თერჯოლაში ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო








თერჯოლაში მომღერალ ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი ჩატარდა.
კონცერტი სახელწოდებით, “სიმღერით ნათქვამი” თერჯოლელი მაყურებლისთვის ქართული ესტრადის მომღერალმა, უცვლელ სასცენო პარტნიორთან – ნინო გულიაშვილთან და ბენდთან ერთად წარმოადგინა.
ერთსაათიან მუსიკალურ ღონისძიებაზე, რომელიც შიო აბრახამიას მიჰყავდა, წარმოდგენილი იყო მომღერლის რჩეული რეპერტუარი.
ნუკრი კაპანაძის საიუბილეო კონცერტი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მხარდაჭერით, ლაშა გოგიაშვილი სახელობის სკვერში, ამფითეატრის სცენაზე გაიმართა და მას მოქალაქეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს