
ავტორი
Front News საქართველო
დღეს თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, პროექტის “ჩონგური საქართველოა” დასკვნითი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე უძღვებოდა.
პროექტის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი კულტურითა და ტრადიციებით, ასევე სპეციალურად მოწყობილ სკვერში თითოეულმა სკოლამ მათი კუთხისთვის დამახასიათებელი სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან ელისო მურადაშვილთან ერთად შეუერთდა.
ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობას ემსახურება.
“ჩონგური საქართველოას” ფარგლებში მოწვეული იყო სპეციალური ჟიური, რომლებმაც პროექტი დადებითად შეაფასეს, ასევე მზაობა და მხარდაჭერა გამოთქვეს მუნიციპალიტეტში მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
ღონისძიებას მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს