თერჯოლაში ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში, მაღაზია “მაგნიტში” ქმარი ყოფილი ცოლი მოკლა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრა მამაკაცმა მეუღლეს, რომელიც მაღაზიაში იყო დასაქმებული, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.
მომხდარის შედეგად დაშავებულია თავად თავდამსხმელიც.
ასევე, არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომლებიც ქალის გადარჩენას ცდილობდნენ.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა