თერჯოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს, გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, აფხაზეთის და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს და მეუღლეებს პირადად ესტუმრა, ქალთა დღესასწაულები მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ ისაკაძე, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მაჟორიტარი დეპუტატები, სოფლებში მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს