თერჯოლაში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი “ნინველები” გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო











დღეს, 25 ივლისს, თერჯოლაში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი “ნინველები” გაიხსნა.
ახალგაზრდული ბანაკი მუნიციპალიტეტის სკოლების 14-დან 17 წლამდე ასაკის 60 მოსწავლეს აერთიანებს. სამ ჯგუფად დაკომპლექტებული ბანაკის წევრები, ლიდერების მეთვალყურეობით, ერთი კვირის განმავლობაში, წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა მრავალფეროვან კულტურულ, გასართობ თუ შემეცნებით აქტივობაში ჩაერთვებიან.
ბანაკის გახსნის ცერემონიას მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს ბანაკის გახსნა მიულოცეს, დროის საინტერესოდ გატარება და წარმატებები უსურვეს.
თერჯოლის საზაფხულო ბანაკი “ნინველები“ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იმართება.
პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ბანაკის დასკვნითი აქტივობები 31 ივლისს გაიმართება.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს