თერჯოლის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მე-12 კლასელებს სწავლის დამთავრება მიულოცეს


ავტორი
Front News საქართველო






საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა.
თერჯოლაში სკოლების მე-12 კლასელებს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა სკოლის დამთავრება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.
მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, წელს პირველად, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლის მეთორმეტე კლასი ექსკურსიისთვის საჩუქრად განსაზღვრულ თანხას მიიღებს.
“დღეს განსაკუთრებული დღეა მეთორმეტეკლასელთა ცხოვრებაში, ემოციური და ამაღელვებელი. თითოეული მოსწავლე ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მე მჯერა, რომ ისინი ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ ცხოვრების ახალ საფეხურზე და ჩამოყალიბდებიან ნამდვილ პროფესიონალებად, მათ მიერ შერჩეულ სფეროში”, – განაცხადა მანუჩარ რობაქიძემ.
სკოლის დამთავრება მუნიციპალიტეტის სკოლების მეთორმეტეკლასელებს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
2024 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლა 250-მდე მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს