
ავტორი
Front News საქართველო
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დღეს ა(ა)იპ თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის, სოციალური დაცვის მოქალაქეობრივი და ესთეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრის ორგანიზებით თემატური ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, მოადგილეებთან – მანუჩარ რობაქიძესთან და მირზა ქოჩიაშვილთან ერთად დაესწრო.
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებმა მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენის სიძველეზე, სხვადასხვა ეტაპზე მშობლიური ენის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
“ქართულ დამწერლობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას და დავიცვათ ენის სიწმინდე. სასიამოვნოა, როდესაც მომავალი თაობა ქართული ენის სიყვარულზე საუბრობს და გამოხატავს პატივისცემას სახელმწიფო ენისადმი. მინდა მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს, ასევე მონაწილეებს და სამომავლოდ დიდი წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
დღესვე, სამხატვრო სკოლის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ღონისძიებას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს