თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ გოდოგანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დავით გოგბერაშვილთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ გოდოგანში იმყოფებოდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასრულდება სოფელ გოდოგანში, ჭიჭინაძეების უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა.
ამ დროისთვის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე სანიაღვრე არხებიც მოეწყობა.
გზის სამშენებლო სამუშაოებს რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შპს “ჯეო როუდ ინვესტი“ ახორციელებს.
თაგები:
მანუჩარ რობაქიძე