
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია უკრაინის მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილი და ქალაქ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი უკრაინიდან საომარი მოქმედებების შედეგად ჩამოსულ ოჯახებს ესტუმრნენ, საკვები პროდუქტები გადასცეს, დამატებითი საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ და თანადგომა დაჰპირდნენ.
უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ასევე ხერსონიდან ჩამოვიდნენ და დროებით ჩვენს ქვეყანაში, მასპინძელ ოჯახებში აპირებენ ცხოვრებას.
შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად სხვადასხვა სახის საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებში პირველადი დახმარების სამედიცინო საგნების, სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მობილიზება და შემდგომ გადაცემა მოხდა.
მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახების მიმართ თანადგომა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს