Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გამწავების აქცია გაიმართა

საზოგადოება
1452
Frontnews image description

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ვ. კუბლაშვილის სამუსიკო სკოლის ეზოსა და ლ.გოგიაშვილის სახელობის სკვერში, მერიის და საკრებულოს  თანამშრომლებმა ერთობლივად ფოტინიას, აზალიას, ირმის რქის, ჟასმინის, ტუიას, კალესტემონის, კლემატისის, ლოროპეტალუმის ნერგები (200 ძირი) დარგეს.

“გამწვანების აქციის მიზანი,  გარემოს გალამაზება და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ყველამ უნდა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ. დარგოს ხე, გაამწვანოს  ბუნება, მოუფრთხილდნენ ნარგავებს. მწვანე გარემო, ეს არის _ ჯანმრთელი, სუფთა გარემო ჩვენი და ჩვენი შვილებისათვის”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement