
ავტორი
Front News საქართველო




სოფელ ქვედა სიმონეთის მცხოვრები ანნა ჩიხლაძე 100 წლის გახდა. უხუცეს ქალბატონს დაბადების დღე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მიულოცა.
100 წლის იუბილარს მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან გია ბარათაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სახლში ესტუმრა და საჩუქრები გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერმა იუბილარ ანნა ჩიხლაძეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ას წელს გადაცილებული ორი მოქალაქე ცხოვრობს.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს