თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო


ავტორი
Front News საქართველო
სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილთან, მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
“31 წელი გავიდა აფხაზეთის დაკარგვიდან, ის, რომ სოხუმი დაეცა სამი ათეული წლის წინ, 27 სექტემბერს, ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ადამიანებს, გმირებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ღირსებით დავბრუნდებით აფხაზეთში და ყველა ერთად ვიცხოვრებთ, ერთიან და ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის “სოხუმის უკანასკნელი დღე“ ჩვენებასაც დაესწრნენ.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს