
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად ჩხარი-ეწრისა და ძევრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა ადგილზე დაათვალიერა, სადაც პროექტის მიმდინარეობას გაეცნო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა.
პროექტი რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ფარგლებში მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა. გზის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბორანი“ ახორციელებს. აღნიშნული პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბარდუბანსა და ჩიხორში.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა; ბარდუბანი-სათემოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
უახლოეს დღეებში დაიწყება სოფელ ღვანკითსა და სარბევში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, ასევე ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარ დეპუტატი, მანუჩარ ფანჩულიძე ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს