თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ალისუბანსა და ზედა საზანოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულეს


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა სოფელ ალისუბანსა და ზედა საზანოში ის ოჯახები მოინახულეს, რომლებიც უკრაინიდან ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ოჯახებს საკვები პროდუქტები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მოისმინეს მათი საჭიროებები და თანადგომას დაჰპირდნენ.
უკრაინის მოქალაქეები საქართველოში ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ასევე ხერსონიდან ჩამოვიდნენ და დროებით ჩვენს ქვეყანაში აპირებენ ცხოვრებას.
ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ, სოფელ ალისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ბადრი ბუცხრიკიძე, საზანოსა და თუზის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით გოგბერაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან აღნიშნული ოჯახის მიმართ თანადგომა მანამდე გაგრძელდება, სანამ ამის საჭიროება იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად თერჯოლის მერიიდან უკვე გაიგზავნა და ინიციატივის ფარგლებში, პირველადი დახმარების სამედიცინო საგნების, სურსათისა და სხვა საჭირო ნივთების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება.
თაგები:
თერჯოლა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დედის დღე კეთილმოწყობისა და დასუფთავების თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს