თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მშენებარე სახლები დაათვალიერა


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა დღეს, სახლდაზიანებული ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში მშენებარე სახლები დაათვალიერა.
მანუჩარ რობაქიძე პირადად იმყოფებოდა რამდენიმე ბენეფიციარის ოჯახში, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები უშენდებათ.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს აღნიშნული პროგრამით, მუნიციპალიტეტში 12 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.მერის ინიციატივით და საკრებულოს აქტიური ჩართულობით, მიმდინარე წელს სახლდაზიანების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და შეადგენს 540 000 ლარს.
სოციალური პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე სოციალურად დაუცველი პირებისთვის, მცირეფართიანი ინდივიდუალური სახლების მშენებლობას, ან შეძენას, რომელთა სახლები დაზიანების მასშტაბის გამო ექვემდებარება დემონტაჟს.
სახლების მშენებლობის მონიტორინგს დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს