Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

Frontnews image description

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ და მისმა მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.

ნინო ჯანელიძე და ნოდარ ფანჩულიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე დღეს გადადგნენ.

როგორც ნინო ჯანელიძე აცხადებს, წასვლის მიზეზი არ არის დაპირისპირება, ის რჩება გუნდში და საკრებულოს რიგით წევრად. 

ნინო ჯანელიძე საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წლიდან იყო.

თაგები:

Advertisement