თერჯოლის მუნიციპალიტეტში 10 კერძო და 5 საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო











სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში 10 კერძო და 5 საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, საცხოვრებელი სახლის სახურავების რეაბილიტაციის პროცესი ქალაქ თერჯოლასა და სოფელ თუზში მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნინო ჩხიკვაძესთან ერთად პირადად დაათვალიერა.
15 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 270 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სამუშაო შეხვედრას თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო მურადაშვილი, მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის მ/შ გოდერძი თურქაძე, მერის წარმომადგენლები – კონსტანტინე ძოწენიძე და მამუკა გოგბერაშვილი ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს