Logo

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლის 56 მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა

საზოგადოება
1175
Frontnews image description

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში – “ჩემი პირველი კომპიუტერი“, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ბარათაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან შეყრილაძემ, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

პორტაბელური კომპიუტერები მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 56 მოსწავლეს გადაეცა.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი საქართველოში 15 წელია, ხორციელდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.

თაგები:

თერჯოლა
Advertisement