თერჯოლის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო კალათა გადაეცემათ


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს სასურსათო კალათა გადაეცემათ.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი იმყოფებოდა, თითოეულ მათგანს სააღდგომო ნობათი გადასცა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული – აღდგომა მიულოცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
"თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერია პერიოდულად სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობას ახორციელებს, რაც გულისხმობს შეჭირვებული ოჯახებისთვის არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. სააღდგომო ნობათი ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს, ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები პირადად გადასცემენ, რათა ამ ოჯახებმა შეძლონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს სააღდგომოდ 120 ოჯახი მიიღებს.
თაგები:
