
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.
შეხვედრები ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე, მირზა ქოჩიაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2022 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდების ინიციატივით, ქვედა ალისუბანში მინი სტადიონი მოეწყო, ხოლო მიმდინარე წელს, პრიორიტეტად, გარე განათების მოწყობა დასახელდა.
ზედა ალისუბნის მოსახლეობის სურვილის შესაბამისად შიდა საუბნო გზების ბეტონის საფარით მოწყობა, ასევე გარე განათების დამონტაჟება გადაწყდა.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის 690 000 ლარი გამოიყო.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს