თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო













თერჯოლის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართა. კოსტიუმირებული ღონისძიება ქალაქის ცენტრში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მოეწყო. გამოფენილი იყო ეროვნული სამოსი, ეთნოგრაფიული და ტრადიციული ნივთები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, სიქთარვის საჯარო სკოლა და კერძო სკოლა “მზეკაბანო-2007”. ეროვნული სამოსის დღე თერჯოლელებს მიულოცეს მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილმა.
18 მაისი ქართული ეროვნული სამოსის დღეა. ეს დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანა.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს