
ავტორი
Front News საქართველო
ნავენახევის მღვიმე სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა, მანუჩარ რობაქიძემ და მირზა ქოჩიაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან იყო დაფინანსებული, განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხდარბაზიანი მღვიმე, ასევე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ადგილზე თქვენ დაგხვდებათ;
ვიზიტორთა ოთახი
ამფითეატრი
კაფეტერია
სუვენირების მაღაზია
საგანმანათლებლო სივრცე
საბავშვო გასართობი სივრცე
მღვიმის დასათვალიერებლად მოსული ვიზიტორები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნო გატარებას შეძლებენ”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს