თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი ახალი მინი მოედანი მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე ახალი სპორტული მოედანი სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო.
თანამედროვე სპორტული ობიექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ ადგილობრივებთან ერთად გახსნა.
სიქთარვაში, ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედანი სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო და მისი საერთო ღირებულება 60 000 ლარია.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით რეაბილიტირებული ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი სოფელ ჩხარშიც გაიხსნა, პროექტის ღირებულება კი 53 000 ლარს შეადგენს.
ახლად გახსნილი სპორტული მოედნები სოფლებში მოზარდი თაობის წახალისებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს