თერჯოლის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორი სოფლის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად დღეს ადგილზე დაათვალიერა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე სოფლის დეპუტატები და მერის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბარდუბანში ავტობანიდან ვერულაშვილები-ბოჭორიშვილები-გრძელიძეების უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ხორციელდება, პროექტის ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი და სანიაღვრე სისტემა, სამუშაოებს ასრულებს შპს “ალპედე“, პროექტის ღირებულებაა 208951 ლარი;
შპს „ჯეო როუდ ინვესტი“, კი სოფელ სიქთარვაში ცხადაძეების უბნის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ფარგლებში ეწყობა არმირებული ბეტონის საფარი, სამუშაოების ღირებულება 99922 ლარია.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს