თერჯოლის მუნიციპალიტეტში ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსული უხვი ნალექისგან ქალაქისა და სოფლის გზების გაწმენდა აქტიურად გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის მონიტორინგზე, დღეს, 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერ მანუჩარ რობაქიძეს და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც ჩხარი-ეწრის თემში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
“მოძრაობის შეფერხების აღმოსაფხვრელად მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ტექნიკა, რომ წარმოქმნილი გამოწვევები დროულად და ოპერატიულად გადაიჭრას.
შეუფერხებლად მუშაობს სამაშველო, გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების სამსახურები. აღნიშნულ ლოკაციებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მომდინარეობს.
სამუშაოებს მუნიციპალურ ტექნიკასთან ერთად კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები აწარმოებენ”, – აცხადებენ მერიაში.
მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, ამ ეტაპისთვის 24 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული ცენტრალური და საუბნო გზების გასაწმენდად.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს