
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მანუჩარ რობაქიძემ, მერის მოადგილემ მირზა ქოჩიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა დღეს თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
ამ დროისთვის თერჯოლა-ღვანკითის დამაკავშირებელ გზაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ა/ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და მიერთებები მოეწყობა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პარალელურად, აქტიურ ფაზაშია სოფელ სარბევში გზის მშენებლობის სამუშაოები;
დასრულდა ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
სამუშაო შეხვედრას, ღვანკითი-რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ჭანკვეტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს