
ავტორი
Front News საქართველო






თერჯოლის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 15 საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს.
მონიტორინგის ფარგლებში დღეს თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ბარათაშვილთან ერთად სოფელ სიქთარვის მშენებარე გზა დაათვალიერა.
სიქთარვაში გზის სარეაბილიტაციო პროცესი რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, არმირებული ბატონის საფარით გზის 1,5 კილომეტრი მოეწყობა.
სამუშაოებს შპს “ალპედე” ასრულებს, საგზაო პროექტი რგფ-იდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 315 700 ლარია.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს