
ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასახური მასალის დარიგება უკვე დაიწყო.
დაზიანებული სახურავების დემონტაჟისა და მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობას საჭირო მასალები ადგილზე გადაეცათ.
მიმდინარე პროცესში მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილე მირზა ქოჩიაშვილი საკრებულოს წევრები და დგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჩაერთნენ, დაზარალებულ ოჯახებს გაესაუბრნენ და გვერდით დგომას დაჰპირდნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა, კერძოდ, 113-მდე შენობა-ნაგებობასა და კერძო სახლს გადაეხადა სახურავი.
მერიის სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა ზარალის აღრიცხვა და დათვლა, ასევე დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები, იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც სტიქიამ გამოიწვია.
პრემიერის გადაწყვეტილებით დაუყოვნებლივ იქნა გამოყოფილი თანხები, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას.
სამუშაო შეხვედრას ძევრი, ჩხარისა და გოგნის მაჟორიტარი დეპუტატი მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯემალ ისაკაძე და საკრებულოს წევრი ბიძინა ბუცხრიკიძე შეურთდნენ.
თაგები:
თერჯოლა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს