თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
თერჯოლის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
გზების გაწმენდით სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრალურ და საუბნო მონაკვეთებზე, ასევე მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილთან, მერის მოადგილე ზვიად ბაზაძესთან და ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, გზის გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე პირადად ეცნობა.
ამ დრომდე ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება მოსახლეობას.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს