
ავტორი
Front News საქართველო
თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად სამაშველო ღონისძიება გრძელდება, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადმოიყვანეს.
სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად.
დაშავებული მთასვლელების ინფორმაციით, სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს.
სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები მონაწილეობენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
თეთნულდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს