თეთრი სახლი – აშშ ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ქმედებებს შავ ზღვაში


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის ქმედებებს შავ ზღვაში, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, დაუბრუნდეს “მარცვლეულის შეთანხმებას“ და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ გადაწყვეტენ მოიქცნენ ამ კუთხით“, – განაცხადა კირბიმ.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა აღნიშნა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემები ცდილობენ მიაწოდონ საკვები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება.
“არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს სამოქალაქო გემზე თავდასხმისთვის, რომელიც უკრაინის პორტში მიდის საკვები პროდუქტებისთვის”, – აღნიშნა მან.
მას შემდეგ, რაც 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად დატოვა “მარცვლეულის შეთანხმებას“, რომლის მიხედვითაც უკრაინა აწვდიდა საკვებს მესამე ქვეყნებს, რუსეთმა უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ნებისმიერ გემზე თავდასხმის მუქარა დაიწყო.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს