თეთრი სახლი – კახოვკის ჰესის განადგურებაზე პასუხისმგებელი რუსეთია


ავტორი
Front News საქართველო
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ რუსეთია პასუხისმგებელი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე, რომელიც რუსული ძალების კონტროლის ქვეშ იყო, – ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ აგროვებს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომლის ჯარები არ უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიაზე.
”ეს კაშხალი რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და ისინი არიან პასუხისმგებელი არიან ამ ომის შედეგად გამოწვეულ განადგურებაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ რთულ დროს მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხს”, – განაცხადა სპიკერმა.
ჟან-პიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია არასოდეს მოხდებოდა, თუ რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას არ განახორციელებდა.
დიდი მასშტაბის წყალდიდობის მეორე დღეს, პირველი მსხვერპლის შესახებ გახდა ცნობილი. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკაში, სადაც რუსებმა ევაკუაციის პროცესი ჩაშალეს.
თაგები:
კახოვკის ჰესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს