თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორები უნდა გაჩერდეს


ავტორი
Front News საქართველო
თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორები უნდა გაჩერდეს.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს IAEA-ს ექსპერტების მისიას და ასევე მოუწოდებს მოსკოვს, დამოუკიდებელი ინსპექტორებისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოს.
“ჩვენ ასევე გვჯერა, რომ რუსეთი უნდა დათანხმდეს სადგურის ირგვლივ დემილიტარიზებული ზონის შექმნას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული რეაქტორების კონტროლირებადი გამორთვა იქნება ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად სარისკო ვარიანტი მოკლევადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კირბიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს