თეთრი სახლი – ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის სისტემების საკითხი განიხილა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპს Patriot-ის რაკეტები სთხოვა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტის თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს საუბრისას მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით Javelin-ის რაკეტებისთვის, რომლებიც პირველად პრეზიდენტმა ტრამპმა გადასცა.
სპიკერის თქმით, უკრაინისა და ამერიკის ლიდერები აგრძელებენ ერთად მუშაობას უკრაინაში ომის დასასრულებლად. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში.
მისი თქმით, თავის მხრივ, ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას.
ლევიტის თქმით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ომის დასრულების აუცილებლობა ფრონტზე ცვალებადი ვითარების გათვალისწინებით.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა Patriot-ის სარაკეტო სისტემებით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობა, რაზეც ტრამპი დათანხმდა, რომ დაუბრუნდება ამ საკითხს, კერძოდ, იმ რესურსების გათვალისწინებით, რომლებიც ევროპის ქვეყნების განკარგულებაშია.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს