თეთრი სახლის პრესმდივანი – პუტინის ჩასვლა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს, რომ რუსეთის საქმე კარგად არ მიდის

ავტორი
Front News საქართველო
პუტინის ჩასვლა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიუთითებს, რომ რუსეთის საქმე კარგად არ მიდის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მოგზაურობა იმის ნიშანია, რომ მან იცის რუსეთის არც თუ ისე კარგი პოზიციები უკრაინის წინააღმდეგ ომში.
“ის, ალბათ, ცდილობს მოსახლეობის მხარდაჭერას, რადგან იცის, რომ მისი სამხედრო ძალები არაეფექტურია“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა, თუმცა როდის არ კონკრეტდება.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


