Logo

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის ATACMS რაკეტების მიწოდება დაადასტურა

უკრაინა
504
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას, მაგრამ უკრაინის არმიის მიერ მიღებულ რაკეტებს 165 კილომეტრის მოქმედების მანძილი აქვთ, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ედრიან უოტსონმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ATACMS რაკეტები მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის საბრძოლო შესაძლებლობებს, რადგან ეს მათ საშუალებას მისცემს დაარტყან უკრაინის სიღრმეში მდებარე სამიზნეებს და ართმევს რუსებს შესაძლებლობას, ჰქონდეთ “თავშესაფარი” ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

 

“ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო დახმარება, რომელიც მას ბრძოლის ველზე წარმატებისთვის და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სჭირდება“, – განაცხადა უოტსონმა.

 

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა არ დაასახელა რა ტიპის ATACMS უკრაინამ მიიღო, მაგრამ სავარაუდოა, რომ საუბარია ATACMS Block I-ზე (M39, MGM-140, MGM-140A). ამ ტიპის რაკეტას აქვს 165 კმ დიაპაზონი. 

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement