თიბისი AWS კომუნის შეკრების მასპინძელია


ავტორი
Front News საქართველო
27 ოქტომბერს, თიბისი, ტექ-სესიების ფარგლებში, AWS კომუნის შეკრებას მასპინძლობს. ღონისძიება, 27 ოქტობერს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში, კ. მარჯანიშვილის 7-ში გაიმართება.
“ამაზონ ვებ სერვისები” ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ყველა იმ მსურველისთვის, ვისაც ყველაზე ცხელი ტექ თემების განხილვა აინტერესებს თიბისის, AWS-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპიკერებთან ერთად. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, დეველოპერებისგან და ბიზნეს პროფესიონალებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და სწავლობენ ერთმანეთისგან და AWS-ის წამყვანი პროფესიონალებისგან. კომუნა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მათთვის, ვისაც უნდა თვალი ადევნონ და გაიგონ უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ მოუსმინოთ ამაზონ ვებ-სერვისების სენიორ დეველოპერების წარმომადგენელს, ვიქტორ ვედმიჩს, გაიცნოთ AWS კომუნის წარმომადგენლები და გაიზიაროთ გამოცდილება ამაზონ ვებ-სერვისებით შექმნილ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქართულ ფინ-ტექ და სადაზღვეო აპლიკაციების გადაწყვეტებში გამოიყენება.
ღონისძება, AWS მომხმრებლების კომუნის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით ტარდება. თიბისისთვის როგორც ტექნოლგიური და ფინანსური სერვისების მიმწოდებლისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი პროფესიული ტექ-კომუნების გაძლიერება და ამ მიმართულებით საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
AWS – ამაზონ ვებ სერვისები – ამაზონის შვილობილი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლგიური კოპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ღრუბლოვანი და API ტექნოლოგიების მიწოდებას კომპანიებისთვის თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის. ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე. ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://link.tbc.ge/AWS_Meetup
(R)
თაგები:
თიბისი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა