თიბისი ბიზნესის განათლების მორიგი სესია ბრენდის სტრატეგიას დაეთმობა


ავტორი
Front News საქართველო
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ბიზნესგანათლების ფარგლებში, 2, 4 და 7 ოქტომბერს 19:00 საათზე, ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, შოთა ჩინჩალაძე გაუძღვება კურსს ბრენდის სტრატეგია და მართვის პრინციპები.
ბრენდის სტრატეგიისა და მართვის პრინციპების მასტერკლასის მიზანია ანტრეპრენერებს საკუთარი ბრენდების სწორად გააზრებასა და დიდი ნაბიჯების გადადგმის აუცილებელი ფუნდამენტის შექმნაში დაეხმაროს.
მასტერკლასი ბრენდის სტრატეგიის ფუნდამენტური განაცხადის შექმნის პროცესს მიუყვება და იმ სამი უმთავრესი ნაწილის სიღრმისეულ თეორიულ და პრაქტიკულ ანალიზს მოიცავს, რომლებზეც აუცილებელია ბრენდის შენების პირველივე დღეებიდან დაფიქრება.
შეხვედრები 2, 4 და 7 ოქტომბერს, 19:00 საათზე ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)
(R)
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს