თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება

ავტორი
Front News საქართველო
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია – “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყება.
კვირაში ერთხელ, კომპანია LIVE Branding-ის დამფუძნებელი, სტრატეგიული ბრენდინგის სპეციალისტი ალექსი ჩიქოვანი, რომელსაც ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულ მაგალითებზე განიხილავს, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ ბრენდინგს ბიზნესის წამოწყებასა და მის განვითარებაში.
პოდკასტების სტუმრები იქნებიან სხვადასხვა ქართული ბრენდის შემქმნელი, ცნობილი თუ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მათი ბრენდი, რა გამოწვევებს და სირთულეებს შეხვდნენ ამ გზაზე და როგორია მათი საქმიანობა დღეს.
პოდკასტების მოსმენა შესაძლებელი იქნება ყოველ სამშაბათს, აზროვნების აკადემიის Youtube და Spotify გვერდებზე.
თიბისი ბიზნესისთვის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამ მიზანს ემსახურება პოდკასტების სერიების მხარდაჭერაც. ბიზნესების წარმომადგენლებს და ზოგადად, ბრენდინგით დაინტერესებულ ადამიანებს, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, წარმატებული ქართული ბრენდების მაგალითზე უფრო მეტი ისწავლონ და განვითარდნენ საკუთარ სფეროში.
“ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტის” ანონსის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://link.tbc.ge/Podcast
(R)
თაგები:
თიბისი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


