თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ევრო 2024 და ლარი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია, რაც ასევე ქვეყნის ცნობადობისა და ეკონომიკის ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საერთო აღიარებით, მე-12 მოთამაშის – გულშემატკივრის წვლილი ამ წარმატებაში ფასდაუდებელია.
ჩემპიონატის მსვლელობისას, საქართველოს რეზიდენტების მიერ თიბისის ბარათებით გერმანიაში განხორციელებული დანახარჯები – თითქმის 10-ჯერ, სხვა ქვეყნებში კი ჯამური დანახარჯები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატის ფაქტორის გარეშე, საქართველოში ტურისტული გადინებები შემოდინებებთან მიმართებით, დაახლოებით – 20%-ს, ტურისტულ შემოდინებებში კი საკმაოდ მაღალი იმპორტკომპონენტის გათვალისწინებით, დაახლოებით 35-40%-ს შეადგენს, ეს მნიშვნელოვანი, თუმცა ისევ და ისევ, პროდუქტიული ინვესტიციაა. ამასთან, რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის მხრივ ამ ფაქტორის გათვალისწინებით? – ახლო მომავალში ამ ტიპის სავალუტო გადინება შემცირდება. ზუსტად როდის? – ფსონს ვდებთ, რომ 14 ივლისის – ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ.
გაეცანი პუბლიკაციას ბმულზე.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა