თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ტრადიციული ტურიზმის მეტი და მიგრაციის ეფექტის ნაკლები ზეგავლენა


ავტორი
Front News საქართველო
ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა – წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება.
გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.
სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს