თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – წმინდა სავალუტო შემოდინებები რეკორდულად მაღალ დონეზე


ავტორი
Front News საქართველო
ივნისის სავალუტო შემოდინებების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალ დონეზეა. მკვეთრად გაიზარდა ტრადიციული ტურიზმი. ასევე, გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი და ანალიტიკურ შეფასებებზე დაყრდნობით, ასევე მზარდია გზავნილებიც. მიგრაციის ეფექტი კი, როგორც ჩანს დაახლოებით იმავე ნიშნულზეა.
თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, სავალუტო შემოდინებები და ზოგადად ეკონომიკური აქტივობა ივლისშიც მაღალია. თავისთავად, აღნიშნული ლარის გაცვლით კურსზეც აისახა ისევე, როგორც ე.წ. სენტიმენტების მიმდინარე შეფასება და საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის გარკვეული დასუსტება.
საპროგნოზო პარამეტრების კუთხით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაკროეკონომიკური გარემო ძლიერია. ამასთან, ბუნებრივია სენტიმენტების ცვლილებაც მნიშვნელოვანია და ხშირად რთულად პროგნოზირებადი. თუმცა, იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ თუ არსებობს მოლოდინები არჩევნების შემდეგ ლარის კურსის გაუფასურების თაობაზე, ეს გაცვლით კურსზე მნიშვნელოვნად უფრო ადრე უნდა აისახოს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ ისევ და ისევ, ბოლო წლებში ლარის სეზონურობა გამოდგება. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო შემოდინებები კვლავ სეზონურია, გაცვლითი კურსის სეზონურობა უკვე ნაკლებად შეინიშნება. მთლიანობაში, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობით, ვინარჩუნებთ დიდწილად ნეიტრალურ საბაზო სცენარს.
გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
(R)
თაგები:
თიბისი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა